საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ერთობლივი განცხადება

ძალა ერთობაშია!

ჩვენ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც გამოიხატება ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეჩერებაში, მედიისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში, დაკავებასა და წამებაში, რეპრესიებში. შესაბამისად, ამ განცხადებაზე ხელმომწერები ვუერთდებით ქართული საზოგადოების მოთხოვნებს: 

საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა ყოველთვის უფრო რთული და კრიტიკული იყო, ვიდრე ქვეყნის დედაქალაქში. გამართული ინფრასტრუქტურის არქონამ, განათლების, დასაქმების, ეკონომიკური გაძლიერების და სხვა შესაძლებლობების ნაკლებობამ რეგიონებში, მიგვიყვანა მოსახლეობის მასობრივ მიგრაციამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ადგილზე დარჩენილი ადამიანები და ჯგუფები არასდროს გავჩერებულვართ, რათა საკუთარი ძალისხმევითა და უდიდესი შრომით, მცირედით, მაგრამ მაინც გაგვეუმჯობესებინა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ პროცესში კი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო.

რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს დაგვეხმარება მივაღწიოთ რეალურ დეცენტრალიზაციას, ავაშენოთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ეფექტიანი და გამჭვირვალე ადგილობრივი ინსტიტუტები, რომლებიც ნეპოტიზმისა და პარტიული ინტერესებისგან თავისუფალი იქნება.

ჩვენ, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები მოვითხოვთ ქვეყნის მართვის რეალურ ცვლილებას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და რეგიონისთვის, როგორც ქვეყნის მყარი საყრდენის, აღიარებასა და მხარდაჭერას. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ საერთო ეროვნული კეთილდღეობის მიღწევას.

რეგიონებში მცხოვრები  ადამიანები ვაგრძელებთ დაჟინებულ ბრძოლას სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის.

ხელმომწერები

(განახლებადი)

პეტიცია_საქართველოს რეგიონის მოსახლეობის ერთობლივი განცხადება (Responses)